Tuesday, November 4, 2014
Tuesday, August 5, 2014
Summertime Sadness Of all time...
სადღაც შორს, ზღვაში, დელფინმა კუდი ამოჰკრა ტალღის ერთ ფრთას და
ჰაერში ათი ათას ალმასად აამსხვრია...
მზის სხივებმა დაითითოვეს, შეუჩნდნენ, შეუერთდნენ და ჩაიღვარნენ ზღვაში.
წეროების გუნდმა გადაიფრინა. ვიღაცას მზე
ეფარა, ვიღაცას- მონატრება...
ფანჯარაში ვიყურები: როგორ არხევს ტანს ხე ქარის
ჰანგებზე. ფიქრებმა ირაო მოხაზეს...
მინდორში მივაბიჯებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად..
მეშინია, ყვავილებს არაფერი ვავნო.
მკერდიდან ცრემლების მსხვილი მარგალიტი ამოხტა და ყელში გამეჩხირა... ფეხს
არ ვიცვლი. მინდვრის ყვავილები კისკისებენ... მუხლებზე დღიურს ვშლი და ვწერ
დაუსრულებლად. ფიქრების ორომტრიალი მაქვს თავში, ერთმანეთს ეხეთქებიან და ლამობენ,
პირველად თვითონ ჩაეხვიონ მელანს. ვწერ... ვწერ... აააააააჰ..... მწარე ტკივილი მაფხიზლებს: მკლავზე ფუტკარმა
მიკბინა.. ეს ხომ
Wednesday, July 16, 2014
სამი ფერი: ლურჯი (1993)
1993 წელს გადაღებული ფილმი ‘’ლურჯი’’, რომელიც წარმოადგენს
პირველ ნაწილს ტრილოგიისა ‘’სამი ფერი’’, გადაიღო პოლონელმა რეჟისორმა კშიშტოფ
კიშლოვსკიმ. მოქმედება მიმდინარეობს პარიზში. მთავარ როლს ასრულებს ჯულიეტ ბინოში.
ფილმში წარმოდგენილი სიუჟეტის მაგალითზე წარმოჩენილია რეჟისორის მთავარი სათქმელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი
ისწრაფვის თავისუფლებისკენ, მარწუხებისგან შორს, თუნდაც ეს საკუთარ ოჯახთან იყოს დაკავშირებული,
მაგრამ შეუძლებელია,
Thursday, May 22, 2014
Monday, May 19, 2014
Tuesday, April 29, 2014
Sunday, April 27, 2014
Dadiary: ყველაზე მაგრები
Dadiary: ყველაზე მაგრები: -ვინ ხარ? -ქართველი. -რამდენი წლის ხარ? -სამი ათასი. -ვინ არიან შენი მშობლები? -დიდი ხნის წინ დამეხოცა. -მაშ ვინ გზრდი...
ყველაზე მაგრები
-ქართველი.
-რამდენი წლის ხარ?
-სამი ათასი.
-ვინ არიან შენი მშობლები?
-დიდი ხნის წინ დამეხოცა.
-მაშ ვინ გზრდიდა?
-ხან -ვინ, ხან-ვინ.
-მაინც?
-ერთს დავითი ერქვა.
-ახლა სად არის?
-უკრაინაში. მირგოროდშია დაკრძალული. გავიგე, იქ მის
საფლავს კარგად უვლიან.
-კიდევ ვინ გზრდიდა?
-ილია ერქვა. ჭკვიანი კაცი იყო. ჩემთვის სიკეთე უნდოდა,
მაგრამ ვერ გავუძელი და სიცოცხლეს გამოვასალმე.
-შენ ?
-კი, მე. მერე წმინდანად შევრაცხე. ახლა მის სახელზე
ვლოცულობ ხოლმე.
-რატომ გაიმეტე?
-იმიტომ,რომ მართალი იყო.
-ოცნება გიყვარს?
-სულ.
-შენს ოცნებას ოდესმე დადევნებიხარ?
-თუ ჩემი ბედია, თავისით ამისრულდება.
Saturday, April 5, 2014
ქალაქის ქუჩებში ეძებენ თვალებით ანუ, გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ
‘’გამარჯობა.
მე მოხეტიალე წიგნი ვარ, შენ კი ის ადამიანი, ვისთანაც თავშესაფარი ვიპოვე. წამიკითხე
და კვლავ გამიშვი სახეტიალოდ...’’
‘’გამარჯობა,
მე მოხეტიალე წიგნი ვარ. ისე უჭირს ჩემს პატრონს ჩემი გაშვება, რომ ხელი უკანკალებს.
იმედი მაქვს, შენც ასევე გაგიჭირდება ჩემთან გამოთხოვება’’.
‘’სალამი.
მიხვდი? მე მოხეტიალე წიგნი ვარ. გამიფრთხილდი. მან, ვინც სამოგზაუროდ გამომიშვა, თან
სული და გული გამომატანა. წამიკითხე და ისევ გამათავისუფლე’’.
თავგადასავლების
საძებნელად ქალაქში გამოსული წიგნების უმრავლესობა ამგვარი ტექსტით მიმართავს მპოვნელს.
ქუჩებში ადამიანები ახალ ალტერ-ეგოს ეძებენ. ნებით თუ უნებლიეთ ყველა ამ მარათონში
ერთვება. წიგნებს ტოვებენ და პოულობენ ყველგან: სკვერებში, სამარშუტო ტაქსებში, აეროპორტში...
იდეა თანამედროვეა და ასახავს წიგნთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ ერთმანეთთან და
საკუთარ თავთან დღევანდელი დამოკიდებულების ფორმას:
Wednesday, April 2, 2014
‘’ნული ყოფაქცევაში’’ (Zéro de conduit) . რეჟისორი ჟან ვიგო
Saturday, March 1, 2014
ჩვეულებრივი კაცი
მცოცავი გრაფიკის გამო იშვიათად უწევს
მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა, რადგან ისიც დაკავებულია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები
მაინც არსებობს. მამის ტრადიციას დილით ადრე
ადგომასთან დაკავშირებით მისი ოჯახი იზიარებს, კვირადღეა და ყველა დილიდანვე აფუსფუსებულია.
ალბერტის მეუღლე საუზმეს ამზადებს. თავს უცხოდ არ ვგრძნობ, დიდი ხნის მეგობარივით მიმიღეს.
ვათვალიერებ ალბერტის სამუშაო მაგიდას, სადაც მისი ნახაზები, სქემები, წიგნები და პირადი
ნივთები აწყვია, Wednesday, February 26, 2014
Saturday, February 22, 2014
ლორენცო ბერნინი - ბაროკოს ლომი
ბერნინი ლორენცო.
![]() |
| ''აპოლონი და დაფნა'' |
მისი ადრეული ნამუშევრებით
კარდინალი სციპიონი იყო დაინტერესებული. სწორედ ამ უკანასკნელის მფარველობის ქვეშ მყოფი ბერნინი ქმნის გამორჩეულ
სკულპტურებს, რომლებიც შემდგომ ხელოვანის სავიზიტო ბარათი ხდება. ყოველი ახალი ნამუშევარი
გვიჩვენებს ბერნინის პროგრესს: პლუტონი და პროსერპინა (1621–22), აპოლონისა და დაფნას ახლებური დანახვა (1622–24). თავის ‘’დავითში’’ (1623–24) ლორენცო
ფიგურას გამოსახავს, როგორც უხილავ მტერთან მებრძოლს. ბერნინის მიერ შესრულებული ტილოები
კარდინალ რობერტ ბელარმინის (1623–24) პორტრეტის ჩათვლით გვიჩვენებენ ნოვატორულ მიდგომას
სხეულისა და სულის ურთიერთობის მიმართ.
ბერნინის ადამიანთა
სახეები გამოხატავს წამიერ დამოკიდებულებას სასტიკი რეალობისადმი. ხელოვანის მარმარილოს
ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს დავახასიათოთ ბერნინი, როგორც ვირტუოზი , რომელსაც
Sunday, February 9, 2014
თხევადი სინათლეები. ბგერების ქარიშხალი.
''მიცვალებულ ქალიშვილს ფეხზე ოქროს წვრილი, იაფფასიანი ძეწკვი ეკეთა, უმნიშვნვნელო სათამაშო, დიდი რამე რომ ჰგონიათ ადამიანებს ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ სენტიმენტალურნი და უგემოვნონი არიან. ზედ მიბმულ პატარა ფირფიტაზე ამოკვეთილი იყო: ''Toujours Charles''. ძეწკვი ისე იყო დარჩენილი,რომ ფეხიდან ვერ მოხსნეს.ის მოგვითხრობდა სენის სანაპიროს ტყეებში გატარებულ კვირადღეებზე, სიყვარულსა და გიჟმაჟ ახალგაზრდობაზე, პატარა საოქრომჭედლო დუქანზე სადმე ნეიში, სხვენზე გატარებულ სექტემბრის ღამეებზე...''
ერიხ მარია რემარკი . ''ტიუმფალური თაღი''.
''სიკვდილი- აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე.მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც, მოკლე ხნით...''
Saturday, December 14, 2013
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

მოთხრობა
დოსტოევსკი თეოდორ
მთარგმნელი წერეთელი ფატმან
I
ბიჭი ''პატარა ხელით''.
ბავშვები უცნაური ხალხია.
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის
კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ
ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე
მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე
ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა ''პატარა ხელით''. ეს
მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს,
Thursday, November 21, 2013
Thursday, November 14, 2013
Saturday, November 9, 2013
‘’შუქი.. სინათლის სხივი, რომელმაც გაიელვა ჩემსა და სიბნელეს შორის’’
‘’შენ არ დამიწყებდი
ძებნას, უკვე ნაპოვნი რომ არ გყავდე.’’
ჩემთვის ხელოვნება
ლურჯია.. წმიდათაწმინდა ტყუილია. ზოგისთვის შეიძლება გაუგებრად ჟღერდეს ‘’ტყუილი’’
და ‘’წმინდა’’ გვედიგვერდ, მაგრამ ჩემთვის ასეა. ხელოვანის დანიშნულებაა, აბსოლუტურად
ბანალურში დაგანახოს მარადისობა და სრულიად მარადიული კონკრეტულში ჩამოგიტანოს... დაგანახოს
ისეთი რამ, რაზეც შეგიძლია თქვა: ‘’აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი..’’ ეს არის არა-ფერისა
და ყველა-ფერის ჯადოსნური ჰარმონია.Friday, November 8, 2013
ინტერვიუ გალაკტიონთან
მახსოვს, პირველ ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ნერვიულობისგან
ენა მებმებოდა. საუნივერსიტეტო დავალებას ვასრულებდი, მაგრამ პროფესიონალიზმით განვიმსჭვალე
და მაქსიმალური პასუხისმგებლობით აღვიჭურვე,
შესაბამისად, ღელვის მაჩვენებელიც პიკს აღწევდა. ახლა რომ წარმოვიდგენ, ჩემი რესპონდენტი ოდესმე შეიძლება გალაკტიონი ყოფილიყო,
შიშის, სიხარულისა და ინტერესის სინთეზი შიგნიდან ძირფესვიანად მაბრუნებს. შიშის იმიტომ,
რომ ღელვაზე მეტია, როდესაც გენიას უნდა ესაუბრო და თავს ამ დროს ჭიანჭველის პოზიციაში
წარმოიდგენ. დანარჩენი გრძნობები კი ალბათ გასაგებია. გალაკტიონს ხომ არ სჭირდება ქება-დიდება,
ის უკვე ეპითეტია.
რთულია ადამიანთან
საუბარი, როცა იცი, რომ ის ეპოქაა, წარსული და მომავალია, თავად ხოტბაა, პოეტების მეფეა. ისიც ძნელია, სწორად
შეარჩიო , რას ჰკითხავდი და ის კიდევ უფრო, თუ როგორ ჰკითხავდი, რომ ირონიულად არ ჩაეცინა,
პასუხად ღირსად ჩაეთვალე. სკოლის ასაკიდან მაწუხებდა რამდენიმე კითხვა, თუმცა არა მგონია
თავად გალაკტიონისთვის გაბედა და მეკითხა შერვაშიძის ასულზე, ‘’
ბედი, რომელიც
მე არ
მეღირსა -ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’, ან რა სევდა სტკიოდა, როცა ფანჯარა გააღო და რაფაზე ფეხი შედგა..საიდან დაებადათ აზრი, რომ ის კი არ გადახტა,არამედ ზღვაში შეცურა, ხალათიც ამიტომ გაიხადა.
Subscribe to:
Posts (Atom)
















.jpg)
.jpg)
.jpg)

.jpg)
.jpg)







