Showing posts with label ჩანახატები. Show all posts
Showing posts with label ჩანახატები. Show all posts

Saturday, April 5, 2014

ქალაქის ქუჩებში ეძებენ თვალებით ანუ, გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ

 ‘’გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ, შენ კი ის ადამიანი, ვისთანაც თავშესაფარი ვიპოვე. წამიკითხე და კვლავ გამიშვი სახეტიალოდ...’’
‘’გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. ისე უჭირს ჩემს პატრონს ჩემი გაშვება, რომ ხელი უკანკალებს. იმედი მაქვს, შენც ასევე გაგიჭირდება ჩემთან გამოთხოვება’’.
‘’სალამი. მიხვდი? მე მოხეტიალე წიგნი ვარ. გამიფრთხილდი. მან, ვინც სამოგზაუროდ გამომიშვა, თან სული და გული გამომატანა. წამიკითხე და ისევ გამათავისუფლე’’.
თავგადასავლების საძებნელად ქალაქში გამოსული წიგნების უმრავლესობა ამგვარი ტექსტით მიმართავს მპოვნელს. ქუჩებში ადამიანები ახალ ალტერ-ეგოს ეძებენ. ნებით თუ უნებლიეთ ყველა ამ მარათონში ერთვება. წიგნებს ტოვებენ და პოულობენ ყველგან: სკვერებში, სამარშუტო ტაქსებში, აეროპორტში... იდეა თანამედროვეა და ასახავს წიგნთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან დღევანდელი დამოკიდებულების ფორმას:

Saturday, March 1, 2014

ჩვეულებრივი კაცი



მიჩვეულია. რომელ საათზეც უნდა იყოს დაბარებული სამსახურში,  მაინც სისხამდილით, 6-7 საათზე უყვარს ადგომა. წლებია ასე იქცევა, უკვე ჩვეულებად ექცა. დღეს სამსახური შუადღის 3 საათზე ეწყება. მანამდე ბაზარში წასვლას მოასწრებს. ასე იწყება მემანქანე ალბერტ ნანიევის დილა. 
მცოცავი გრაფიკის გამო იშვიათად უწევს მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა, რადგან ისიც დაკავებულია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები მაინც არსებობს. მამის ტრადიციას  დილით ადრე ადგომასთან დაკავშირებით მისი ოჯახი იზიარებს, კვირადღეა და ყველა დილიდანვე აფუსფუსებულია. ალბერტის მეუღლე საუზმეს ამზადებს. თავს უცხოდ არ ვგრძნობ, დიდი ხნის მეგობარივით მიმიღეს. ვათვალიერებ ალბერტის სამუშაო მაგიდას, სადაც მისი ნახაზები, სქემები, წიგნები და პირადი ნივთები აწყვია, 

Saturday, November 9, 2013

‘’შუქი.. სინათლის სხივი, რომელმაც გაიელვა ჩემსა და სიბნელეს შორის’’

                                 ‘’შენ არ დამიწყებდი ძებნას, უკვე ნაპოვნი რომ არ გყავდე.’’


ჩემთვის ხელოვნება ლურჯია.. წმიდათაწმინდა ტყუილია. ზოგისთვის შეიძლება გაუგებრად ჟღერდეს ‘’ტყუილი’’ და ‘’წმინდა’’ გვედიგვერდ, მაგრამ ჩემთვის ასეა. ხელოვანის დანიშნულებაა, აბსოლუტურად ბანალურში დაგანახოს მარადისობა და სრულიად მარადიული კონკრეტულში ჩამოგიტანოს... დაგანახოს ისეთი რამ, რაზეც შეგიძლია თქვა: ‘’აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი..’’ ეს არის არა-ფერისა და ყველა-ფერის ჯადოსნური ჰარმონია.