Showing posts with label პოეტიკა. Show all posts
Showing posts with label პოეტიკა. Show all posts

Friday, November 8, 2013

ინტერვიუ გალაკტიონთან


 მახსოვს, პირველ ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ნერვიულობისგან ენა მებმებოდა. საუნივერსიტეტო დავალებას ვასრულებდი, მაგრამ პროფესიონალიზმით განვიმსჭვალე და  მაქსიმალური პასუხისმგებლობით აღვიჭურვე, შესაბამისად, ღელვის მაჩვენებელიც პიკს აღწევდა. ახლა რომ წარმოვიდგენ,  ჩემი რესპონდენტი ოდესმე შეიძლება გალაკტიონი ყოფილიყო, შიშის, სიხარულისა და ინტერესის სინთეზი შიგნიდან ძირფესვიანად მაბრუნებს. შიშის იმიტომ, რომ ღელვაზე მეტია, როდესაც გენიას უნდა ესაუბრო და თავს ამ დროს ჭიანჭველის პოზიციაში წარმოიდგენ. დანარჩენი გრძნობები კი ალბათ გასაგებია. გალაკტიონს ხომ არ სჭირდება ქება-დიდება, ის უკვე ეპითეტია.
რთულია ადამიანთან საუბარი, როცა იცი, რომ ის ეპოქაა, წარსული და მომავალია,  თავად ხოტბაა, პოეტების მეფეა. ისიც ძნელია, სწორად შეარჩიო , რას ჰკითხავდი და ის კიდევ უფრო, თუ როგორ ჰკითხავდი, რომ ირონიულად არ ჩაეცინა, პასუხად ღირსად ჩაეთვალე. სკოლის ასაკიდან მაწუხებდა რამდენიმე კითხვა, თუმცა არა მგონია თავად გალაკტიონისთვის გაბედა და მეკითხა შერვაშიძის ასულზე, ‘’ ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’, ან რა სევდა სტკიოდა, როცა ფანჯარა გააღო და რაფაზე ფეხი შედგა..საიდან დაებადათ აზრი, რომ ის კი არ გადახტა,არამედ ზღვაში შეცურა, ხალათიც ამიტომ გაიხადა.