-ქართველი.
-რამდენი წლის ხარ?
-სამი ათასი.
-ვინ არიან შენი მშობლები?
-დიდი ხნის წინ დამეხოცა.
-მაშ ვინ გზრდიდა?
-ხან -ვინ, ხან-ვინ.
-მაინც?
-ერთს დავითი ერქვა.
-ახლა სად არის?
-უკრაინაში. მირგოროდშია დაკრძალული. გავიგე, იქ მის
საფლავს კარგად უვლიან.
-კიდევ ვინ გზრდიდა?
-ილია ერქვა. ჭკვიანი კაცი იყო. ჩემთვის სიკეთე უნდოდა,
მაგრამ ვერ გავუძელი და სიცოცხლეს გამოვასალმე.
-შენ ?
-კი, მე. მერე წმინდანად შევრაცხე. ახლა მის სახელზე
ვლოცულობ ხოლმე.
-რატომ გაიმეტე?
-იმიტომ,რომ მართალი იყო.
-ოცნება გიყვარს?
-სულ.
-შენს ოცნებას ოდესმე დადევნებიხარ?
-თუ ჩემი ბედია, თავისით ამისრულდება.







.jpg)
.jpg)
.jpg)

.jpg)
.jpg)

