Sunday, February 9, 2014

თხევადი სინათლეები. ბგერების ქარიშხალი.

''მიცვალებულ ქალიშვილს ფეხზე ოქროს წვრილი, იაფფასიანი ძეწკვი ეკეთა, უმნიშვნვნელო სათამაშო, დიდი რამე რომ ჰგონიათ ადამიანებს ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ სენტიმენტალურნი და უგემოვნონი არიან. ზედ მიბმულ პატარა ფირფიტაზე ამოკვეთილი იყო: ''Toujours Charles''. ძეწკვი ისე იყო დარჩენილი,რომ ფეხიდან ვერ მოხსნეს.ის მოგვითხრობდა სენის სანაპიროს ტყეებში გატარებულ კვირადღეებზე, სიყვარულსა და გიჟმაჟ ახალგაზრდობაზე, პატარა საოქრომჭედლო დუქანზე სადმე ნეიში, სხვენზე გატარებულ სექტემბრის ღამეებზე...''

ერიხ მარია რემარკი . ''ტიუმფალური თაღი''.




''სიკვდილი- აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე.მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც, მოკლე ხნით...''
''შეურაცხოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი- არა...''
''ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია...''

ერიხ მარია რემარკი. ''ტრიუმფალური თაღი''.


''ივნისის ქალღმერთივით ამოყვინთავს ბებო სარდაფიდან, რაღაცას მალულად ჩაიკრავს გულში, ნაქსოვი შალის ნაკეცებში რომ მაინც ამოიცნობა. ამ რაღაცას ავადმყოფობებით სავსე ოთახში შემოატარებს და ერთი ზომის ჭიქებში ჩამოასხმას, რათა ყველამ ზუსტი დოზით შესვას ეს სულ სხვა დროის წამალი, მზის ელექსირი, და მასთან ერთად აგვისტოს უზრუნველი შუადღეები, აგურის ქვაფენილებზე სანაყინე ურიკის ბორბლების ხმა, ვერცხლისფერი ფოიერვერკების შხუილი, ჭიანჭველების სამოსახლოებზე გადატარებული მოლის საკრეჭი მანქანის ზუზუნი..და ეს ყველაფერი ერთ ჭიქაში.: დიდი ხნის წინათ მოხეული კალენდრის ფურცლები, შხაპუნა წვიმები,პურის ყანები, ცხელ-ცხელი ბატიბუტი. ბაბუაწვერას ღვინო...''

რეი ბრედბერი. ''ბაბუაწვერას ღვინო''






''იგი თავს აფარებდა წყლის ნაკადს და სიამოვნებისგან კრუსუნებდა,რადგან ტემპერატურას ჩინებულად ვაყენებდი.მის გრძელ თმებს ვიღებდი და ვასველებდი,წყალქვეშ მათი მოცულობის შემცირება მანცვიფრებდა.ხელს ისე ვუჭერდი,თითქოს ბაწარს ვგრეხდი.მისი ვიწრო ზურგი მაშინ მთელი თავისი სიფერმკრთალით წარმომიდგებოდაწამოწეული ბეჯები დაკეცილ ფრთებს მაგონებდა.საპონს ვიღებდი და თმაზე ვუსვამდი აქაფებამდე,ერთად ვაგროვებდი,ვზელავდი და თავზე დიდი გვირგვინის ფორმას ვაძლევდი.მერე ტანს ვუსაპნიდი;ბარძაყებს შორის რომ ვუსვემდი,ჯულიეტა კიოდა ,რადგან ეღიტინებოდა.
მაშინ ერთმანეთს ვბანდით რამდენიმე საათის განმავლობაში.ცხელი წყლის ქვეშ ისე კარგად ვგრძნობდით თავს,რომ ამოსვლა აღარ გვინდოდა.ბოლოს მაინც უნდა გადაგვეწყვიტა.ონკანს უცებ ვკეტავდი, ჩემი ცოლი ფარდას სწევდა და ცივი ჰაერი გვეცემოდა.ერთხმად ვყვიროდით და პირსახოცებისკენ ვხტებოდით.

მთლად გალურჯებული ჯულიეტა უნდა დამეზილა.იცინოდა,კბილებს აკრაჭუნებდა და ამბობდა :“მოვკვდები“.გრძელ,თეთრ ღამის პერანგს იცვამდა და მიბრძანებდა,სწრაფად დავწოლილიყავი მის გასათბობად.
ოთახში შესვლისას მხოლოდ ბუმბულის ლოგინზე გადაშლილ სველ თმას ვხედავდი:ესღა მაგრძნობინებდა მის იქ ყოფნას , რადგან გამხდარი სხეული არ კმაროდა ბუმბულის საბნის ამოსაბურცად.მის გვერდით შევსრიალდებოდი და მოცინარ სახეს ვხედავდი. „მცივა“!–ამბობდა.მაშინ ვეხვეოდი,მაგრად ვიხუტებდი და კისერში ცხელ ქაერს ვუბერავდი...''

ამელი ნოტომი. ''პეპლუმი''   


No comments:

Post a Comment