Tuesday, April 29, 2014

„ დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკი


 როცა  ეს პატარა, დაცენცილი წიგნი  დავინახე ბიბლიოთეკარის ხელში, ერთადერთი, რაც მახარებდა იყო მისი სიძველის ეფექტი, მაგრამ არ გამიხარდა, როგორც ყველას, როცა იმას არ ვიღებთ, რაც გვინდა.

Sunday, April 27, 2014

Dadiary: ყველაზე მაგრები

Dadiary: ყველაზე მაგრები: -ვინ ხარ? -ქართველი. -რამდენი წლის ხარ? -სამი ათასი. -ვინ არიან შენი მშობლები? -დიდი ხნის წინ დამეხოცა. -მაშ ვინ გზრდი...

ყველაზე მაგრები


-ვინ ხარ?
-ქართველი.
-რამდენი წლის ხარ?
-სამი ათასი.
-ვინ არიან შენი მშობლები?
-დიდი ხნის წინ დამეხოცა.
-მაშ ვინ გზრდიდა?
-ხან -ვინ, ხან-ვინ.
-მაინც?
-ერთს დავითი ერქვა.
-ახლა სად არის?
-უკრაინაში. მირგოროდშია დაკრძალული. გავიგე, იქ მის საფლავს კარგად უვლიან.
-კიდევ ვინ გზრდიდა?
-ილია ერქვა. ჭკვიანი კაცი იყო. ჩემთვის სიკეთე უნდოდა, მაგრამ ვერ გავუძელი და სიცოცხლეს გამოვასალმე.
-შენ ?
-კი, მე. მერე წმინდანად შევრაცხე. ახლა მის სახელზე ვლოცულობ ხოლმე.
-რატომ გაიმეტე?
-იმიტომ,რომ მართალი იყო.
-ოცნება გიყვარს?
-სულ.
-შენს ოცნებას ოდესმე დადევნებიხარ?
-თუ ჩემი ბედია, თავისით ამისრულდება.

Saturday, April 5, 2014

ქალაქის ქუჩებში ეძებენ თვალებით ანუ, გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ

 ‘’გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ, შენ კი ის ადამიანი, ვისთანაც თავშესაფარი ვიპოვე. წამიკითხე და კვლავ გამიშვი სახეტიალოდ...’’
‘’გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. ისე უჭირს ჩემს პატრონს ჩემი გაშვება, რომ ხელი უკანკალებს. იმედი მაქვს, შენც ასევე გაგიჭირდება ჩემთან გამოთხოვება’’.
‘’სალამი. მიხვდი? მე მოხეტიალე წიგნი ვარ. გამიფრთხილდი. მან, ვინც სამოგზაუროდ გამომიშვა, თან სული და გული გამომატანა. წამიკითხე და ისევ გამათავისუფლე’’.
თავგადასავლების საძებნელად ქალაქში გამოსული წიგნების უმრავლესობა ამგვარი ტექსტით მიმართავს მპოვნელს. ქუჩებში ადამიანები ახალ ალტერ-ეგოს ეძებენ. ნებით თუ უნებლიეთ ყველა ამ მარათონში ერთვება. წიგნებს ტოვებენ და პოულობენ ყველგან: სკვერებში, სამარშუტო ტაქსებში, აეროპორტში... იდეა თანამედროვეა და ასახავს წიგნთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან დღევანდელი დამოკიდებულების ფორმას:

Wednesday, April 2, 2014

‘’ნული ყოფაქცევაში’’ (Zéro de conduit) . რეჟისორი ჟან ვიგო


         

ჟან ვიგო მუშაობის პროცესში
ჟან ვიგო, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 4 სრულმეტრაჟიანი  ფილმის გადაღება მოასწრო, აღიარებულია კინემატოგრაფიის ლეგენდად. როგორც კინოს კრიტიკოსები აღნიშნავენ, მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური მგრძნობიარობით და ახლოს დგას ხალხთან, მათ მისწრაფებებთან. მისი ქმნილებები ადამიანურია, მაგრამ მიზნები მაღალფარდოვანი აქვს, თუმცა ისინი აღსაქმელად ადვილად  და გასაგებად არის წარმოჩენილი. ვიგოს ნამუშევრები არის ‘’მარტივი და გენიალურის’’ კომბინაციის საუკეთესო მაგალითი.