Tuesday, August 5, 2014

Summertime Sadness Of all time...


სადღაც შორს, ზღვაში,  დელფინმა კუდი ამოჰკრა ტალღის ერთ ფრთას და ჰაერში ათი ათას ალმასად აამსხვრია...  მზის სხივებმა დაითითოვეს, შეუჩნდნენ, შეუერთდნენ და ჩაიღვარნენ ზღვაში. წეროების გუნდმა გადაიფრინა.  ვიღაცას მზე ეფარა, ვიღაცას- მონატრება...

ფანჯარაში ვიყურები: როგორ არხევს ტანს ხე ქარის ჰანგებზე.  ფიქრებმა ირაო მოხაზეს...

მინდორში მივაბიჯებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად.. მეშინია, ყვავილებს არაფერი ვავნო.  მკერდიდან ცრემლების მსხვილი მარგალიტი ამოხტა და ყელში გამეჩხირა... ფეხს არ ვიცვლი. მინდვრის ყვავილები კისკისებენ... მუხლებზე დღიურს ვშლი და ვწერ დაუსრულებლად. ფიქრების ორომტრიალი მაქვს თავში, ერთმანეთს ეხეთქებიან და ლამობენ, პირველად თვითონ ჩაეხვიონ მელანს. ვწერ... ვწერ... აააააააჰ.....  მწარე ტკივილი მაფხიზლებს: მკლავზე ფუტკარმა მიკბინა..   ეს ხომ

Wednesday, July 16, 2014

სამი ფერი: ლურჯი (1993)

                                                          

1993 წელს გადაღებული ფილმი ‘’ლურჯი’’, რომელიც წარმოადგენს პირველ ნაწილს ტრილოგიისა ‘’სამი ფერი’’,  გადაიღო პოლონელმა რეჟისორმა კშიშტოფ კიშლოვსკიმ. მოქმედება მიმდინარეობს პარიზში. მთავარ როლს ასრულებს ჯულიეტ ბინოში. ფილმში წარმოდგენილი სიუჟეტის მაგალითზე წარმოჩენილია რეჟისორის  მთავარი სათქმელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ისწრაფვის თავისუფლებისკენ, მარწუხებისგან შორს, თუნდაც ეს საკუთარ ოჯახთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შეუძლებელია,

Tuesday, April 29, 2014

„ დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკი


 როცა  ეს პატარა, დაცენცილი წიგნი  დავინახე ბიბლიოთეკარის ხელში, ერთადერთი, რაც მახარებდა იყო მისი სიძველის ეფექტი, მაგრამ არ გამიხარდა, როგორც ყველას, როცა იმას არ ვიღებთ, რაც გვინდა.

Sunday, April 27, 2014

Dadiary: ყველაზე მაგრები

Dadiary: ყველაზე მაგრები: -ვინ ხარ? -ქართველი. -რამდენი წლის ხარ? -სამი ათასი. -ვინ არიან შენი მშობლები? -დიდი ხნის წინ დამეხოცა. -მაშ ვინ გზრდი...

ყველაზე მაგრები


-ვინ ხარ?
-ქართველი.
-რამდენი წლის ხარ?
-სამი ათასი.
-ვინ არიან შენი მშობლები?
-დიდი ხნის წინ დამეხოცა.
-მაშ ვინ გზრდიდა?
-ხან -ვინ, ხან-ვინ.
-მაინც?
-ერთს დავითი ერქვა.
-ახლა სად არის?
-უკრაინაში. მირგოროდშია დაკრძალული. გავიგე, იქ მის საფლავს კარგად უვლიან.
-კიდევ ვინ გზრდიდა?
-ილია ერქვა. ჭკვიანი კაცი იყო. ჩემთვის სიკეთე უნდოდა, მაგრამ ვერ გავუძელი და სიცოცხლეს გამოვასალმე.
-შენ ?
-კი, მე. მერე წმინდანად შევრაცხე. ახლა მის სახელზე ვლოცულობ ხოლმე.
-რატომ გაიმეტე?
-იმიტომ,რომ მართალი იყო.
-ოცნება გიყვარს?
-სულ.
-შენს ოცნებას ოდესმე დადევნებიხარ?
-თუ ჩემი ბედია, თავისით ამისრულდება.

Saturday, April 5, 2014

ქალაქის ქუჩებში ეძებენ თვალებით ანუ, გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ

 ‘’გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ, შენ კი ის ადამიანი, ვისთანაც თავშესაფარი ვიპოვე. წამიკითხე და კვლავ გამიშვი სახეტიალოდ...’’
‘’გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. ისე უჭირს ჩემს პატრონს ჩემი გაშვება, რომ ხელი უკანკალებს. იმედი მაქვს, შენც ასევე გაგიჭირდება ჩემთან გამოთხოვება’’.
‘’სალამი. მიხვდი? მე მოხეტიალე წიგნი ვარ. გამიფრთხილდი. მან, ვინც სამოგზაუროდ გამომიშვა, თან სული და გული გამომატანა. წამიკითხე და ისევ გამათავისუფლე’’.
თავგადასავლების საძებნელად ქალაქში გამოსული წიგნების უმრავლესობა ამგვარი ტექსტით მიმართავს მპოვნელს. ქუჩებში ადამიანები ახალ ალტერ-ეგოს ეძებენ. ნებით თუ უნებლიეთ ყველა ამ მარათონში ერთვება. წიგნებს ტოვებენ და პოულობენ ყველგან: სკვერებში, სამარშუტო ტაქსებში, აეროპორტში... იდეა თანამედროვეა და ასახავს წიგნთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან დღევანდელი დამოკიდებულების ფორმას:

Wednesday, April 2, 2014

‘’ნული ყოფაქცევაში’’ (Zéro de conduit) . რეჟისორი ჟან ვიგო


         

ჟან ვიგო მუშაობის პროცესში
ჟან ვიგო, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 4 სრულმეტრაჟიანი  ფილმის გადაღება მოასწრო, აღიარებულია კინემატოგრაფიის ლეგენდად. როგორც კინოს კრიტიკოსები აღნიშნავენ, მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური მგრძნობიარობით და ახლოს დგას ხალხთან, მათ მისწრაფებებთან. მისი ქმნილებები ადამიანურია, მაგრამ მიზნები მაღალფარდოვანი აქვს, თუმცა ისინი აღსაქმელად ადვილად  და გასაგებად არის წარმოჩენილი. ვიგოს ნამუშევრები არის ‘’მარტივი და გენიალურის’’ კომბინაციის საუკეთესო მაგალითი.

Saturday, March 1, 2014

ჩვეულებრივი კაცი



მიჩვეულია. რომელ საათზეც უნდა იყოს დაბარებული სამსახურში,  მაინც სისხამდილით, 6-7 საათზე უყვარს ადგომა. წლებია ასე იქცევა, უკვე ჩვეულებად ექცა. დღეს სამსახური შუადღის 3 საათზე ეწყება. მანამდე ბაზარში წასვლას მოასწრებს. ასე იწყება მემანქანე ალბერტ ნანიევის დილა. 
მცოცავი გრაფიკის გამო იშვიათად უწევს მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა, რადგან ისიც დაკავებულია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები მაინც არსებობს. მამის ტრადიციას  დილით ადრე ადგომასთან დაკავშირებით მისი ოჯახი იზიარებს, კვირადღეა და ყველა დილიდანვე აფუსფუსებულია. ალბერტის მეუღლე საუზმეს ამზადებს. თავს უცხოდ არ ვგრძნობ, დიდი ხნის მეგობარივით მიმიღეს. ვათვალიერებ ალბერტის სამუშაო მაგიდას, სადაც მისი ნახაზები, სქემები, წიგნები და პირადი ნივთები აწყვია, 

Saturday, February 22, 2014

ლორენცო ბერნინი - ბაროკოს ლომი

ბერნინი ლორენცო.

''აპოლონი და დაფნა''
მისი ადრეული ნამუშევრებით კარდინალი სციპიონი იყო დაინტერესებული. სწორედ ამ უკანასკნელის  მფარველობის ქვეშ მყოფი ბერნინი ქმნის გამორჩეულ სკულპტურებს, რომლებიც შემდგომ ხელოვანის სავიზიტო ბარათი ხდება. ყოველი ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს ბერნინის პროგრესს: პლუტონი და პროსერპინა (1621–22),  აპოლონისა და დაფნას ახლებური დანახვა  (1622–24). თავის ‘’დავითში’’ (1623–24) ლორენცო ფიგურას გამოსახავს, როგორც უხილავ მტერთან მებრძოლს. ბერნინის მიერ შესრულებული ტილოები კარდინალ რობერტ ბელარმინის (1623–24) პორტრეტის ჩათვლით გვიჩვენებენ ნოვატორულ მიდგომას სხეულისა და სულის ურთიერთობის მიმართ.

ბერნინის ადამიანთა სახეები გამოხატავს წამიერ დამოკიდებულებას სასტიკი რეალობისადმი. ხელოვანის მარმარილოს ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს დავახასიათოთ ბერნინი, როგორც ვირტუოზი , რომელსაც

Sunday, February 9, 2014

თხევადი სინათლეები. ბგერების ქარიშხალი.

''მიცვალებულ ქალიშვილს ფეხზე ოქროს წვრილი, იაფფასიანი ძეწკვი ეკეთა, უმნიშვნვნელო სათამაშო, დიდი რამე რომ ჰგონიათ ადამიანებს ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ სენტიმენტალურნი და უგემოვნონი არიან. ზედ მიბმულ პატარა ფირფიტაზე ამოკვეთილი იყო: ''Toujours Charles''. ძეწკვი ისე იყო დარჩენილი,რომ ფეხიდან ვერ მოხსნეს.ის მოგვითხრობდა სენის სანაპიროს ტყეებში გატარებულ კვირადღეებზე, სიყვარულსა და გიჟმაჟ ახალგაზრდობაზე, პატარა საოქრომჭედლო დუქანზე სადმე ნეიში, სხვენზე გატარებულ სექტემბრის ღამეებზე...''

ერიხ მარია რემარკი . ''ტიუმფალური თაღი''.




''სიკვდილი- აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე.მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც, მოკლე ხნით...''