Saturday, February 22, 2014

ლორენცო ბერნინი - ბაროკოს ლომი

ბერნინი ლორენცო.

''აპოლონი და დაფნა''
მისი ადრეული ნამუშევრებით კარდინალი სციპიონი იყო დაინტერესებული. სწორედ ამ უკანასკნელის  მფარველობის ქვეშ მყოფი ბერნინი ქმნის გამორჩეულ სკულპტურებს, რომლებიც შემდგომ ხელოვანის სავიზიტო ბარათი ხდება. ყოველი ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს ბერნინის პროგრესს: პლუტონი და პროსერპინა (1621–22),  აპოლონისა და დაფნას ახლებური დანახვა  (1622–24). თავის ‘’დავითში’’ (1623–24) ლორენცო ფიგურას გამოსახავს, როგორც უხილავ მტერთან მებრძოლს. ბერნინის მიერ შესრულებული ტილოები კარდინალ რობერტ ბელარმინის (1623–24) პორტრეტის ჩათვლით გვიჩვენებენ ნოვატორულ მიდგომას სხეულისა და სულის ურთიერთობის მიმართ.

ბერნინის ადამიანთა სახეები გამოხატავს წამიერ დამოკიდებულებას სასტიკი რეალობისადმი. ხელოვანის მარმარილოს ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს დავახასიათოთ ბერნინი, როგორც ვირტუოზი , რომელსაც
ძალუძს, ამ მოუქნელი, მძიმე, მკვრივი მასალისგან გამოაქანდაკოს ფაქიზი და დახვეწილი ფიგურები. ბერნინის გადაწყვეტილება, როგორი იყოს თმა, კანი, სახე, ჩრდილების თამაში, სრულიად განსხვავდება ტრადიციული , მიქელანჯელოსეული ხელწერისგან და ის სათავეს უდებს ახალ პერიოდს. ლორენცო ბერნინიმ სული შთაბერა დასავლურ ქანდაკებას.
ჯან ლორენცო ბერნინი 1598 წლის 7 დეკემბერს.  ხელოვანი, რომელიც მე-17 საუკუნის უდიდესი სკულპტორი და გამოჩენილი არქიტექტორი  გახლდათ, შექმნა და განავითარა ბაროკოს სტილი იმდენად, რომ ამ მიმდინარეობის სხვა წარმომადგენლები ახლოსაც ვერ მიდიან.

ლორენცომ თავისი მოღვაწეობა მამის, პიეტრო ბერნინის ხელმძღვანელობით დაიწყო. იგი გახლდათ ნიჭიერი ფლორენციელი სკულპტორი, რომელიც ბოლოს რომში აღმოჩნდა და აქ განაგრძო მუშაობა. ახალგაზრდა ლორენცო უდიდესი შემოქმედებითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული. იგი მუშაობდა გამუდმებით და ბეჯითად, რის შედეგადაც დაიმსახურა ცნობილი და გავლენიანი მხატვრის, ანიბალ კარაჩის აღიარება, ხოლო პაპმა პავლე V-მ საკუთარ თავზე აიღო ლორენცოს პატრონობა. სულ მალე ბერნინი დამოუკიდებელი სკულპტორი გახდა. მას პატივს სცემდნენ და მის აზრს ითვალისწინებდნენ. 

მაშ ასე,


 ლორენცო ბერნინი- ბაროკოს ლომი.

''ლომი''. ბერნინი. რომი.



''პროსერპინას მოტაცება''
''დავითი''
''მედუზა''

''პროსერპინას მოტაცება''. დეტალი.

 


''ბიჭი''



ადგილი, სადაც ბერნინი ადრეულ წლებში მოღვაწეობდა. რომი



No comments:

Post a Comment